The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია ჭანიშვილი

ლია ჭანიშვილი
Date of birth:10 September, 1931  (93 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს.

1955-1966წწ. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე; 1967-1970წწ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ინსტიტუტ "ორგწყალმშენის" მთავარი სპეციალისტი; 1971 წლიდან - "თბილჰიდროპროექტი". მონაწილეობდა ლაჯანურის, ენგურის ტობარისა და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმარებაში. 1975 წლიდან მონაწილეობდა ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის დაგეგმარებაში; 1981 წლიდან - ჰიდროკვანძის პროექტის მთავარი ინჟინერი. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.412

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: