The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ჯორჯაძე

დაბადების თარიღი:1821
გარდაცვ. თარიღი:1883  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გრემის ნაქალაქევის მთავარანგელოზის ეკლესია, ყვარელი
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1854-1872 წლებში მსახურობდა დაღესტანში სამოქალაქო საქმეთა მმართველად. 1867 წელს დიმიტრი ჯორჯაძე აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებელი კომიტეტის წევრად, იგი დამფუძნებელი წევრი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"; ერთხანს თავმჯდომარეობდა "კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას". დიმიტრი ჯორჯაძეს ლექსი უძღვნა ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვამ. დიმიტრი ჯორჯაძე გარდაიცვალა კახეთში, მშობლიურ სოფელ ენისელში 1883 წლის 9 ნოემბერს. მის დაკრძალვაზე გრიგოლ არქიმანდრიტმა სიტყვა წარმოთქვა. " დიმიტრი ჯორჯაძეს თუმცა შესანიშნავი ადგილი ეკავა და საზოგადოებისაგან დიდი პატივისცემაც დაიმსახურა, მაგრამ სიამაყე და ამპარტავნობა თავის დღეში მის გულს არ მიჰკარებია და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ღარიბთა და გაჭირვებულთათვის, არავითარ საქველმოქმედო საქმე ისე არ ჩაივლიდა, რომ თავის შეძლების კვალობაზედ უფრო მომეტებულად ხელი არ მოემართა განსვენებულს. არც ერთს საქმეში უარის თქმა არ ეხერხებოდა და კიდეც ეს გულ-კეთილობა იყო მიზეზი, რომ დიდი ვალი დაატყდა თავს, თუმცა უკანასკნელ დროს მთავრობისაგან შემწეობა არ აკლდა", – ნათქვამია "დროებაში" გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ("დროება" 1883 წელი). დიმიტრი ჯორჯაძეს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე, შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში  კი მისი სახელი არ ჩანს. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, საიდუმლო მრჩეველი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.53-54


გააზიარე: