Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ვარლამ ურდია
Date of birth: | 15 September, 1906 |
Date of death: | 30 October, 1945 (at 39 years) |
Category: | Aviator, Military Person |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ვედიდკარი, მარტვილის რაიონი.
წითელ არმიაში შვიდწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მიიღეს უკრაინის სსრ-ის სამხედრო პილოტთა მე-11 სკოლაში (ასევე ცნობილია, როგორც ვოროშილოვგრადის სამხედრო საავიაციო სკოლა). სწორედ აქ ჩამოყალიბდა ურდია სამხედრო პილოტად. 1933 წელს ოჯახთან ერთად უმანში გადავიდა და სხვადასხვა სამხედრო-საჰაერო დანაყოფში იმსახურა - დაწყებული უმცროსი პილოტიდან სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორის წოდებით დამთავრებული. უმანში 22-ე საჰაერო საწვრთნელ ბაზაზე (202-я учебная авиабаза) მუშაობდა ფრენის ინსტრუქტორად, ხოლო 1938 წლამდე ზაპოროჟიეს ავიაციის ტექნიკურ კოლეჯში (Запорожский авиационный техникум) საწვრთნელ ვარჯიშებს ატარებდა. მან პირველი საბრძოლო გამოცდილება, როგორც მფრინავ-გამანადგურებელმა, 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ აგრესიის დროს მიიღო. კერძოდ, გროდნოს ბრძოლაში პოლონური ქვედანაყოფების წინააღმდეგ, რომელთაც გენერალი ვაქლავ პჟეჟეცკი მეთაურობდა. იმავე წლის 20 დეკემბერს ურდია გადაიყვანეს ლოდეინოე პოლეს სამხედრო საჰაერო ბაზაზე 275-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის ესკადრილიაში. ფინეთის წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის დროს, საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდა ფინეთის სამხედრო პოზიციებზე. ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა სარდლობა საავიაციო გამანადგურებელ ერთეულებს იყენებდა და ამგვარად უწყობდა ხელს წითელი არმიის ქვეითი ჯარის წინსვლას, ბომბავდა მომმარაგებელ მატარებლებს ფინეთის თავდაცვის ხაზს მიღმა. 1940 წლის 19 მაისს ურდიას ფინეთის წინააღმდეგ ომში გაწეული სამსახურისთვის წითელი ვარსკვლავის ორდენი მიენიჭა და ვიცეპოლკოვნიკის წოდებით დაწინაურდა. მეორე მსოფლიო ომის უეცარი დაწყების შემდეგ, ურდია მაშინვე გაგზავნეს ჩრდილო კავკასიაში. კერძოდ, ჩეჩნეთში, ახლადდაარსებულ მსროლელ-ბომბდამშენთა გროზნოს სამხედრო საავიაციო სკოლაში (Грозненская военная авиационная школа стрелков-бомбардиров), სადაც ბომბდამშენ პილოტად უნდა გაეწვრთნათ. სკოლა ქალაქ გროზნოს მახლობლად პატარა ავიბაზაზე მდებარეობდა. დეკემბერში გენერალ-მაიორმა ივან ევსევევმა ურდია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-8 გამანადგურებელ საავიაციო კორპუსში (8-й истребительный авиационный корпус ПВО) გადაიყვანა. მას უნდა ებრძოლა კავკასიაში, სადაც სიტუაცია არ იყო სტაბილური; კერძოდ, გერმანიის არმიის ჯგუფ ა-ს მე-4 სამთო დივიზიამ ტერიტორიები დაიკავა ჩეჩენთა ანტისაბჭოური აჯანყებისას, რომელსაც ხასან ისრაილოვი მეთაურობდა. ყუბანის საჰაერო ბრძოლის დროს ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ორივე მხრიდან 2000-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული ომის ერთერთ ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო ბრძოლაში, ურდია ხელახლა დაინიშნა გამანადგურებელ-მოიერიშე (Sturmovik) Ilyushin Il-2 -ის პილოტად. ყუბანის საჰაერო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მას მეორედ გადაეცა სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი და გააგრძელა Ilyushin Il-2 - ის მართვა. 1943 წლის ოქტომბერში ურდია მიავლინეს საბჭოთა საჰაერო ძალების ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში (Краснознамённый Северо-Кавказский военный округ), თუმცა დეტალები მისი მსახურებისა და ადგილმდებარეობის შესახებ 1943 წლის ნოემბრიდან უცნობია. საარქივო დოკუმენტების მიხედვით. 1945 წლის 30 ოტომბერს იგი დასავლეთ უკრაინაში თავისსავე თვითმფრინავში საჰაერო აფეთქების დროს დაიღუპა. საბჭოთა პერიოდის ოფიციალური დოკუმენტი 1945 წლის 9 მაისის შემდეგ გამანადგურებელი საავიაციო დივიზიის ოფიცერთა შორის სამხედრო დანაკარგის შესახებ (Список офиcерного состава Истребителной Авиаcии ПВО страни погибших после 9 Mая 1945 г.) მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ურდია მოკლეს. მისი მეუღლე, მარიამ გოგოლაძე, სამშობლოში - საქართველოში - ორ ქალიშვილთან და ვაჟთან - ანზორ ურდიასთან ერთად დაბრუნდა. ანზორ ურდია მოგვიანებით ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი გახდება.
წყარო: სამხედრო - ისტორია: military-history.fandom.com
Awards and Honors
- 1944 - წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
ბრძოლისველზე გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის
- 1943 - სამამულო ომის ორდენი
- 1942 - სამამულო ომის ორდენი
- 1940 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
|