შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია გეგუჩაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სხვადასხვა წლების განმავლობაში წვრთნიდა თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონს"; ამ უკანასკნელთან ერთად 2010–2011 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული (2010-2011, საქართველოს ჩემპიონი); 2011 წლიდან წვრთნიდა "ტორპედოს"; 2013 წლის ნოემბრიდან რატკო დოსტანიჩის წარუმატებლობის გამო "ზესტაფონის" მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა; მისი მოსვლის შემდეგ გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეორე ადგილის დაკავება შეძლო (2013-2014); 2014 წლის დეკემბერში მან "ზესტაფონი" დატოვა; 2015 წლის მაისიდან თბილისის "დინამოს" მწვრთნელობა ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა საქართველოს თასის ოცდამეხუთე გათამაშების გამარჯვებული; 2016 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახდა; 2018-2023წწ. იყო ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი. წყარო: პროფილი Transfermarkt: transfermarkt.com; პროფილი Soccerway: int.soccerway.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |