Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ჩიტაია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ორმოცი წელი საქართველოს ტელევიზიაში საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ჟურნალისტად მუშაობდა; მღეროდა ანსამლ "ფიროსმანში", პარალელურად - ანსამბლ "გორდელაშიც"; ორი წლის განმავლობაში, ჯანსუღ კახიძის მიწვევით იყო ოპერის დასის ხელმძღვანელი; წლების განმავლობაში, რადიო-ტელევიზიის ვოკალურ კვარტეტში მღეროდა; 2007 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ფოლკლორულ ანსამბლ "შავლეგოს" წევრი გახდა; მას ეკუთვნის სახუმარო ექსპრომტი "შენ სოფელი აღარა ხარ, არა არა ნწუ, შენ პატარა პარიზი ხარ ჩემო ჩხოროწყუ", რომელიც 1956 წელს დაბა ჩხოროწყუში პირველი ჰესის მშენებლობას უკავშირდება; საზოგადოებამ ო. ჩიტაია 1947 წელს, კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში - "აკაკის აკვანი", პატარა აკაკის როლით გაიცნო. წყარო: საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ თაიმი": primetime.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |