შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭიღვარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 2002 წელს; 2002-2003წწ. გაიარა თურქული ენის შემსწავლელი პროგრამა ანკარის უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში; 2003 წლიდან ხარისხის მაძიებლის სტატუსით მუშაობა დაიწყო სადოქტორო ნაშრომზე ანკარის უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. მუშაობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში; ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე; იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2017-2020წწ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი; 2010 წელს მას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: ჟურნალი "თბილისელები". -თბილისი, 2018.- 30 მარტი.-N13: old.tbiliselebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |