შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 1911 წლიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1918-1921წწ. მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში (პოდპოლკოვნიკი, შემდეგ პოლკოვნიკი). საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის შტაბის უფროსი. 1932 წელს გარკვეული ხნით დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |