The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე აბესალომოვი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

1840-იან წლებში მსახურობდა მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიაში. შესაძლოა, ეს ის ივანე სოლომონის ძე აბესალომოვი იყოს (ივანე აბესალომოვი სოლომონის ძე იყო), რომლის სახელობის "სტიპენდიის ვაკანსია" გახსნილა 1900 წ. თბილისის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების თითო მოსწავლისათვის (სტიპენდიას გიმნაზისტებს ქალაქის გამგეობა ანიჭებდა – "ცნობის ფურცელი" 1900). ივანე აბესალომოვს "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკაში" შეტანილი აქვს 1844 წლის საწევრო თანხის ნახევარი (15 მანეთი ვერცხლით)."პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. სახელმწიფო მოხელე. 

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.54


გააზიარე: