Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ შევარდნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. ბოტანიკოსი, მებაღე, გარდენია შევარდნაძის ავტორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 2001 წელს. მიღებული აქვს ბიოლოგიის მაგისტრის დიპლომი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ყვავილების მაღაზიაში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში; 2000 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბონის უნივერსიტეტში, Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn, სწავლის პარალელურად მუშაობდა ადგილობრივ ბოტანიკურ ბაღებში, ბევრ ცნობილ ფლორისტთან, ლანდშაფტის დიზაინერთან და დეკორატორთან; 2004 წლიდან, საქართველოში დაბრუნებულმა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წამოიწყო ახალი კონცეფციის ბაღის, გარდენია შევარდნაძის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს არის ბაღი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, სახელოსნოებით, ბაღზე მორგებული კაფეთი და სადღესასწაულო სივრცეებით; თავისი საქმიანობით ხელს უწყობს გაზარდოს ცოდნა მებაღეობის, ადგილობრივი ენდემური ჯიშების მნიშვნელობის ირგვლივ; სწორედ ამ მიზნით, უძღვებოდა სატელევიზიო რუბრიკას მებაღეობის შესახებ და მთელი საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ ეთერში ასწავლიდა მცენარეების შერჩევის, დარგვის და მოვლის ხელოვნებას; 2011 წლიდან დღემედე ზურაბ შევარდნაძე არის საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორი; გაფორმებული აქვს ასობით ღონისძიება და სახალხო დღესასწაული; ადრეული ასაკიდან, ეთნოგრაფიული ნიმუშებით დაინტერესების შედეგად, შეძლო მთელი საქართველოს მასშტაბით საინტერესო ფოლკლორული მასალების შეგროვება, დავიწყებას მიცემული პროფესიების, რეცეპტების თავმოყრა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბაზრების აღბეჭდვა და აღწერა; ზურა შევარდნაძე უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის - ღორჯომის ხეობის მოსახლეობასთან და ეხმარება ადგილობრივ ქალებს არ მიივიწყონ, განავითარონ და ახალი სიცოცხლე შესძინონ მათი წინაპრების დანატოვარ უნიკალურ ხელსაქმეს; წლების განმავლობაში, ზურაბ შევარდნაძის მოპოვებული და დამუშავებული მასალებით შეიქმნა წიგნები: "ბაღში, როგორც სცენაზე" (2018), "მაი როის იქნება" (2021), "ვინ მყავს უფროსი" (2022). თავს მიხეილ მამულაშვილის საქმის, ემოციური მებაღეობის გამგრძელებლად მიიჩნევს და ხშირად იმეორებს მისავე სიტყვებს: "იყო მებაღე უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იყო მადლიერი ადამიანი, რადგან არ შეიძლება იცხოვრო მცენარეებთან ერთად და არ გქონდეს გული მადლიერებით სავსე". Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |