The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ბორზენკო

Date of birth:1806
Date of death:1867  (at 61 years)
Category:Public official, Public Man

Biography

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი.

კავკასიაში მსახურობდა 1843 წლიდან, 1847-1849 წლებში იყო  კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში იყო განყოფილების უფროსი. 1851 წელს კი სტავროპოლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა. 1845 წელს ალექსი ბორზენკო თბილისში დაარსებული რუსული თეატრის დირექციის წევრი იყო, მან 1847 წელს კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები. ალექსი ბორზენკოს "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკაში" შეტანილი აქვს 1844 წლის საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. უკრაინული წარმოშობის რუსი სახელმწიფო მოხელე, მკვლევარი-აღმოსავლეთმცოდნე, ლექსიკოგრაფი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.55


Share: