The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლომთაძე

მიხეილ ლომთაძე
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა; 1997 წელს მოიპოვა European School of Management-ის (საქართველო) BBA ხარისხი და 2002 წელს მოიპოვა Harvard Business School-ის MBA ხარისხი.

1995-2000წწ. სტუდენტობისას დააარსა თბილისში აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Georgia Consulting Group Audit; 2002 წელს კომპანია გახდა Ernst & Young გლობალური ქსელის ნაწილი; 2002-2004წწ. საინვესტიციო პროექტების მენეჯერი კომპანიაში Baring Vostok Capital Partners; 2004-2016წწ. Baring Vostok Capital Partners კომპანიის პარტნიორი; მართავდა ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში, როგორც ევროპლანი, ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და კასპიის ბანკი; Kaspi.kz 2006 წლის 29 მაისიდან - Kaspi Bank-ის, ყოფილი სს ბანკი "კასპიიისკი"-ს, დირექტორთა საბჭოს წევრი, გამგეობის თავმჯდომარე (2007-2028); 2006-2010წწ. რუსეთის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის გამგეობის წევრი; 2013 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ ვიაჩესლავ კიმთან ერთად 15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ერთობლივი კომპანია "კოლიოსა, შინი, მარკეტ", რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა; 2017 წლის მარტში ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ პროექტს "დავამარცხებთ აუტიზმს" საჩუქრად გადასცეს კაპიტალური გარემონტებული შენობა 1400 კვადრატული მეტრი ფართობით; 2017 წელს მიხეილ ლომთაძემ 1 მლრდ. რუბლზე მეტი ინვესტიცია მოახდინა მეორადი მანქანების საცალო ქსელში Automama.ru; 2018 წლიდან სს Kaspi.kz-ის აქციონერი და გამგეობის თავმჯდომარე; მისი ხელმძღვანელობით შექმნილი Kaspi.kz ეკოსისტემა, აერთიანებს უამრავ სერვისებს ფიზიკური პირებისთვის და საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებისთვის; სტანდარტული საბანკო პროდუქტების (დეპოზიტების, სესხების, გადარიცხვების) გარდა შემოთავაზებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის ინტერნეტ პლატფორმა და საბანკო მობილური დანართი; ყაზახური ბიზნეს-პრესის დამკვირვებლების აზრით, Kaspi.kz მიხეილ ლომთაძეს ხელმძღვანელობით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ყაზახეთში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეორე დონის ყაზახური ბანკების ევოლუციის პროცესში მარკეტფლეისებად გადაქცევაში; 2021 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის "Digital Almaty 2021: ციფრული გადატვირთვა: ნახტომი ახალ რეალობაში" პლენარულ სესიაზე, რომელზეც პოლიტიკურმა ლიდერებმა, მსხვილი IT კომპანიების ხელმძღვანელებმა და ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ციფრული დღის წესრიგი; 2019 წლის მაისში შეუერთდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მრჩეველთა საბჭოს ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. მიღებული აქვს ჯილდოები: ეკონომიკისა და შიდა საბანკო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის ორდენი "კურმეტი" (2014 წლის 22 დეკემბერი), ყაზახეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დოსტიკის "ორდენი" (2021 წლის 13 დეკემბერი), Kazakhstan Growth Forum-ის მიხედვით 2018 წლიდან 2021 წლამდე - აღიარებულია ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად, 2019-2021წწ. აღიარებულია ყაზახეთის ბიზნესის საუკეთესო ლიდერად, Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა მედალი "Халық алғысы" (24 ივნისი, 2020), 2020 წელს Forbes Kazakhstan-ის რედაქტორებმა ერთდროულად გამოაცხადეს ორი მეწარმე - Kaspi.kz-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ კიმი და კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე მიხაილ ლომთაძე "წლის ბიზნესმენის" ტიტულის ლაურეატებად; Forbes Kazakhstan-ის თანახმად მ. ლომთაძე იკავებს მესამე ადგილს რეიტინგში "ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენი" 3 900 მლნ $ ქონებით და მე-10 ადგილს რეიტინგში "ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები". 2021 წელს პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერების გლობალურ სიაში და 956-ე ადგილი დაიკავა. ტექნოლოგიური მეწარმე, ინვესტორი.

წყარო: განათლება: edu.aris.geბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების ვებ-გვერდი "ბიზნესპრესნიუსი": bpn.getabula.ge; ბიზნეს ფორმულა: businessformula.ge


გააზიარე: