შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ნეიდგარტი![]()
ბიოგრაფია1842-1844 წლებში იყო კავკასიის მთავარმართებელი და განსაკუთრებული კორპუსის მეთაური. ალ. ნეიდგარტისა და მისი წინამორბედის, მთავარმართებელ ე. გოლოვინის (1838-1842), დროს დაიწყო საქართველოში მმართველობის გადასვლა სამხედრო რეჟიმიდან სამოქალაქო სისტემაზე და ეს პროცესი მ. ვორონცოვმა დაასრულა. ალ. ნეიდგარტს მთავარმართებლის პოსტზე ყოფნისას არ ჰქონია რამდენადმე შესამჩნევი წარმატებები არც სამოქალაქო-ადმინისტრაციულ და არც სამხედრო სფეროებში. უფრო მეტიც, მან სასტიკი დამარცხება იწვნია შამილთან ბრძოლებში, რის გამოც ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა. დიმიტრი ყიფიანის დახასიათებით, ალ. ნეიდგარტი იყო "კაცი უაღრესად სამართლიანი, მაგრამ იქამდე სასტიკი და პუნქტუალი, რომ არავის არასფერში არ აპატიებდა ოდნავ საქმის შეშვებას". ალ. ნეიდგარტი გარკვეულ ყურადღებას უთმობდა განათლების საქმეს. კერძოდ, მას განზრახული ჰქონდა, თბილისში საქველმოქმედო საწყისებზე დაეარსებინა საბავშვო თავშესაფარი, 1843 წელს კი მან მოიარა იმერეთი და კახეთი, დაათვალიერა იქაური სამაზრო სასწავლებლები და იზრუნა ზოგიერთი მათგანის კეთილმოწყობაზე. ალექსანდრე ნეიდგარტს "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკაში" შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. ავსტრიული წარმოშობის რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |