Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ილო პატაშური
Legal name: | ილია პატაშური |
Date of birth: | 9 May, 1939 |
Date of death: | 5 June, 2024 (at 85 years) |
Category: | Scientist, Painter, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ხევშა, დუშეთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით 1965 წელს. 1967 წელს დატოვეს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1968 წელს მიიწვიეს ფერწერის კათედრაზე ფერწერის პედაგოგად. 1970 წლიდან სწავლობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი უ. ჯაფარიძე. 1990 წელს მოსკოვში მიენიჭა დოცენტის წოდება. 1995 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და დანიშნეს ფერწერის კათედრაზე პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის სამხატვრო გამოფენებზე: საბერძნეთი, ბელგია, იუგოსლავია, პოლონეთი, აშშ, ინგლისი, იაპონია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ი. პატაშურს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი საქართველოში. წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის – "მწყემსის ოჯახი" მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრიზი (1975), ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის კი, თბილისის მერიის საპატიო სიგელი (2012). ფერმწერი, პროფესორი.
წყარო: ახალი ამბების სააგენტო Sputnik-ი: sputnik-georgia.com; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ.130-131
Member of Organizations
- საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირი, წევრი (1968-)
Awards and Honors
- 2018 - ღირსების ორდენი
- 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
|