The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჯიშკარიანი

ნინო ჯიშკარიანი
დაბადების თარიღი:1960  (65 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხარისხი. ასწავლის ხატვასა და ხელწერას. 

მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-1985), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: "ნაკადული", "მერანი", "საბჭოთა საქართველო". გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში. მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები, რომლებიც მიეძღვნა ქართული წიგნის ხელოვნებას ("ქართული წიგნის ხელოვნება". წიგნი I. 2013; წიგნი II. 2015; ილუსტრაცია. წიგნი III. 2015 ). ამ გამოცემებში ასახულია XX საუკუნის წიგნის გაფორმების, კონსტრუირების, სატიტულო შრიფტებისა და ილუსტრირების შექმნისა და განვითარების ისტორია. გარდა ამ წიგნებისა, თანაავტორია მერაბ გეწაძესთან ერთად სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური ) წიგნისა: "Georgian TYPE for grapic designers. ქართული შრიფტი გრაფიკული დიზაინისათვის" (ვარშავა ), რომელიც განკუთვნილია გრაფიკოს დიზაინერებისათვის. გამოსცა ასევე წიგნი: "Georgian book art. ქართული წიგნის ხელოვნება. XX-XXI" (ვარშავა). 1984 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში, მათ შორისთბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მედიარტის ფაკულტეტი, თბილისი (2013); ჩემი ფუნიკულიორი, თიბისი გალერეა, თბილისი (2013); მსახიობთა თეატრი, თბილისი (2012); კლიმატის ცვლილება, თბილისი (2009); აშშ საელჩო, თბილისი (1998) და სხვ.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts. -თბ.,2022. - გვ. 248-249; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული: weekofart.comimagomundicollection.org

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: