შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადილარ შუკვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ალკკ მესტიის რაიკომის სააღრიცხვო სექტორის გამგისა და საქმეთა მმართველის თანამდებობაზე; 1940 წელს მუშაობა განაგრძო მესტიის რაიონის განათლების განყოფილების სალექციო საექსკურსიო ბიუროს გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენჯერის არასრული საშუალო სკოლისა და კულტურის სახლის დირექტორად; განათლების განყოფილების სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორად; ლენჯერის სოფლის ახალგაზრდობის საღამო სკოლის მასწავლებლად. 1937 წელს მონაწილეობდა ქ. მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. განუზომლად დიდია მისი დამსახურება სვანურ სამუსიკო ხელოვნებაში, მის მიერ აღდგენილი იქნა არაერთი სვანური სიმღერა და ცეკვა. სვანური სიმღერებისა და ცეკვის უბადლო შემსერულებელი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.408
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |