The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ დეისაძე

ზაურ დეისაძე
დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1959 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. 1986 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო გრაფიკოსად; გაიმარჯვა წიგნის მხატვრული გაფორმებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო (გაეროსა და აშშ-ის) კონკურსებში. მის მიერ შესრულებული პორტრეტები, ნატურმორტები თუ სიუჟეტური კომპოზიციები ლოკალურად დაფენილი ცინცხალი, ნათელი ფერებით, სიცოცხლით სავსე ოპტიმისტური განწყობით მუხტავს მაყურებელს. განსაკუთრებული სითბოთია განმსჭვალული საბავშვო ჟურნალ "დილისთვის", ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებისა, თუ ათეულობით საბავშვო ნაწარმოებისთვის მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები. მისი ნამუშევრები ინახება: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში. მრავალმხრივი შემოქმედია - მუშაობს ფერწერისა და დაზგური გრაფიკის დარგებში; წიგნებისთვის ქმნის ილუსტრაციებს; თანამშრომლობს საბავშვო ჟურნალ "დილასთან"; დაკავებული იყო სატელევიზიო მხატვრობით, ლითონმქანდაკებლობითა და დიზაინით.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 240-241; ონლაინ სამხატვრო გალერეა: gemarket.art

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1976-)

გააზიარე: