The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა ჯაბუა

მედეა ჯაბუა
Date of birth:1943  (82 years)
Category:Designer, Painter, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1968 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა.

დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა ორასამდე წიგნი. მათ შორის "1001 ღამე", "რობინ ჰუდი", "მერი პოპინსი", აკაკი წერეთლის საბავშვო ლექსები, გრიგოლ აბაშიძის ლექსების კრებული და პარმენ მარგველაშვილის რედაქტორობით გამოცემული დავით კაკაბაძის შემოქმედების ამსახველი სამი ტომი. მედეა ჯაბუას რედაქტირებით გამოიცა ლადო გრიგოლიას შრიფტის სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს შრიფტის გარნიტურები ორენოვანი საგზაო ნიშნებისთვის. მისი ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. მხატვარი-გრაფიკოსი, წიგნის დიზაინერი, დოცენტი. 

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 238-239


Share: