Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ მეძმარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუშაობს დაზგურ ფერწერასა დაგრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981) და სიმპოზიუმებში (1961, 1963), ჰქონდა პერსონალური გამოფენა (2016). 2000-იანი წლებიდან მხატვარი აქტიურად იწყებს გრაფიკულ ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. დამოუკიდებლად სწავლობს და იყენებს კომპიუტერული გრაფიკის შესაძლებლობებს და საოცარ შედეგებს აღწევს. მისი გრაფიკული "ტილოები" ხშირად ირეალურ სამყაროს წარმოგვიდგენს: ისტორიული წარსულიდან "ამოიზიდება" სიუჟეტები, ფიგურები, ცოცხლდება ძველი თბილისის კადრები, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური შრიფტი, იდუმალებითაა სავსე ჩვენ წინ გადაშლილი სამყარო; ღრმა შინაარსის ბიბლიური სიუჟეტები და ფიქრისთვის გამიზნული, სიმბოლოებით დატვირთული ნამუშევრები; ნიუ და პორტრეტი, ცხოველთა ფიგურები, აბსტრაქტულ-კუბისტური გრაფიკები, კოლაჟები, ფიგურები ეროვნული სამოსის ნიუანსებით, ანტიკური ხელოვნების ნიმუშთა ანარეკლები, ქრისტიანულ თემატიკასთან დაკავშირებული მოტივები. კოლორიტი თავშეკავებულია, მქრალი ტონალური შეხამებით გამოსახულებები ხშირად სიბრტყობრივ-დეკორატიულია, ზოგჯერ კი - მოცულობითი, მსუყე ფორმებით გამორჩეული. ყოველივე ამას კი მხატვარი ღრმა პროფესიული ოსტატობით აღწევს. უმნიშვნელოვანესია ნუგზარ მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიც - ვირტუალური კატალოგები. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 234-235; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი": ghn.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |