შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. აკვარელის ტექნიკით ქმნის პეიზაჟებსა თუ ნატურმორტებს, ცხოველთა პორტრეტებსა თუ პიროვნებათა გამოსახულებებს. საოცარი სიმძაფრითაა გამოკვეთილი ადამიანური გრძნობები - სიხარული, სევდა, შიში... იყენებს ტუშსაც - ქაღალდში შეღვენთილი, სიმუქიდან ღია ტონალობაში გადასული ლაქობრივი ეფექტებითამოკვეთს სიღრმიდან ამოზიდულ ფიგურათა ფორმებს. მხატვრის შემოქმედებაში ნიუს განსაკუთრებული ნიშა ეთმობა. მხატვარი აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (პასტელი, გუაში, ტუში, მონოტიპია) სურვილისამებრ აძლიერებს ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალება პასტოზურობითაა შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით აჟღერებული ფიგურები თუ საგანთა ფორმები. ის თავის ნიჭს, ცოდნასა და გამოცდილებას 1966 წლიდან უშურველად გადასცემდა ახალ თაობას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას, დამწყებ მხატვრებს კი უზიარებდა აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის გამოცდილებას. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, პარალელურად ასწავლიდა აკვარელს გამოყენებითი ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტზე. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე სხვადასხვა კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში 1997 წელს გაიმართა, პირველი პერსონალური გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი 2001 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. 1997 წელს მისი ნამუშევარი "ნისლიანი მთები" წლის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 228-229; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |