Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო დიასამიძე-ბებუთოვი![]()
Biographyსოფელ დოესში სტუმრად მყოფი ნინო დიასამიძე 1897 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა, 23 აპრილს ჩაასვენეს გორში, პანაშვიდი გადაუხადეს გორის სომხების ყველაწმინდის ეკლესიაში, შემდეგ წაასვენეს ბრილში და იქ დაკრძალეს 25 აპრილს. გორში, გარდაცვლილის კუბოსთან, სიტყვები წარმოთქვეს აკაკი წერეთელმა ("ცნობის ფურცელი" 1897; "ივერია" 1897), ივანე მაჩაბელმა ("ივერია" 1897) და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ ("კვალი" 1897). აკაკიმ ნინო დიასამიძეს უწოდა "დედასავით ტკბილი და დასავით ძვირფასი არსება" და დასძინა: "მართალო სულო, ამ ქვეყნიურის ვალის ქრისტიანულად მომხდელო, განგისვენოს უფალმა იქ, სადაც ჩვენი დიდებული ქართველი დედები განისვენებენ". "ივერიაში" ნინო დიასამიძე ასეა დახასიათებული: "თავის რძესთან ერთად იგი თან აწოვებდა შვილებს ქართველი ერის ღრმა სიყვარულსა და მისს სამსახურს". ("ივერია" 1897). ნიკო დიასამიძის მეუღლე. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.368
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |