The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან წერეთელი

ბეჟან წერეთელი
Date of birth:1845
Date of death:1913  (at 68 years)
Category:Nobleman

Biography

ბეჟან წერეთლის ადამიანური სისუსტეები არაერთხელ გამხდარა აკაკის სახუმარო ლექსების საგანი, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მოკლებული მსუბუქ სკაბრეზს. ლექსში "პასუხად ბეჟანს" აკაკი ბეჟან წერეთელს უწოდებს "ბერ-კვიც ულაყს"და ამხელს მის გადამეტებულ გატაცებას ქალებით: "ჰაი! ჰაი! გიცნობ, პლუტო, / ქვეშ-ქვეშავდა მუზმუზელა! / დღესაც კიდევ კეკლუც ქალებს / არ აკლიათ შენგან ზელა". ბეჟან წერეთელს ცოლად ჰყავდა ნინო (ნიცა) ბაგრატიონ-დავითაშვილი (1858-1937) – ივანე მაჩაბლის ცოლის და. ბეჟანსა და ნიცას ეყოლათ ხუთი შვილი. ამათგან უმცროსი იყო აკაკის ლექსის ("ღამის თევა") ადრესატი, ტრაგიკული ბედის თამარ (თამუნია) წერეთელი (1903-1968), რომელსაც რამდენიმე ლექსი (მათ შორის, "ანანურთან") უძღვნა ტიციან ტაბიძემ. საჩხერელი თავადი, აკაკის ნათესავი, ქველმოქმედი და კულტურტრეგერი.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.369

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარე წევრი (1886-)

Share: