შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟორჟეტა ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოდან ემიგრირების შემდეგ სტამბოლის მახლობლად ქალთა ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა. კოლეჯის დასრულებისთანავე შეუერთდა საფრანგეთში ემიგრირებულ ოჯახს. 1927 წელს იქორწინა გიორგი ნიკოლაძეზე და 1928-1931 წლებში კვლავ საქართველოში ცხოვრობდა. გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ დატოვა ქვეყანა. 1937 წელს ხელმეორედ იქორწინა შოტლანდიელ პოლკოვნიკ რობერტ ნილ სტიუარტზე და კინლოხმოიდარტში (შოტლანდია), სტიუარტების საგვარეულო მამულში, გადავიდა საცხოვრებლად. მათი სახლის ეზოშია დასაფლავებული ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძე. ვახტანგ და ვანდა ჰოპპე (ჰოპე) ღამბაშიძეების შვილი, მედეა და გივი ღამბაშიძეების და. წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |