The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟორჟეტა ღამბაშიძე

ჟორჟეტა ღამბაშიძე
სხვა სახელი:ჟორჟეტა ღამბაშიძე-ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1981  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

საქართველოდან ემიგრირების შემდეგ სტამბოლის მახლობლად ქალთა ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა. კოლეჯის დასრულებისთანავე შეუერთდა საფრანგეთში ემიგრირებულ ოჯახს. 1927 წელს იქორწინა გიორგი ნიკოლაძეზე და 1928-1931 წლებში კვლავ საქართველოში ცხოვრობდა. გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ დატოვა ქვეყანა. 1937 წელს ხელმეორედ იქორწინა შოტლანდიელ პოლკოვნიკ რობერტ ნილ სტიუარტზე და კინლოხმოიდარტში (შოტლანდია), სტიუარტების საგვარეულო მამულში, გადავიდა საცხოვრებლად. მათი სახლის ეზოშია დასაფლავებული ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძე. ვახტანგ და ვანდა ჰოპპე (ჰოპე) ღამბაშიძეების შვილი, მედეა და გივი ღამბაშიძეების და.

წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29


გააზიარე: