შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ნათენაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2005 წელს. 1990-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს პროექტებსა და ჯგუფურ გამოფენებში, თბილისში იმართება მისი პერსონალური გამოფენები. 1999-2003წწ. "ძველ გალერეაში" ეწყობა მისი ნამუშევრების ექსპოზიციები. გალერეა "ვანდაში" (2004), გალერეა "ვერნისაჟსა" (2005) და გალერეა "გამრეკელში" (2006) მნახველმა იხილა მისი ძველი და ახალი შემოქმედება. ნუგზარ ნათენაძე, ძირითადად, მუშაობს ზეთის ტექნიკით. უკლებლივ მის ყველა ნამუშევარში იკვეთება ფერებისა და ფორმების შემოქმედებითი ძიების მისეული ხელწერა. ცხოვრობს და მუშაობს რუსთავში. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 178-179; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |