შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მარგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი 1989 წელს. 1994 წლიდან გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის "Cour des Saits-Perez-16"-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის საგამოფენო დარბაზში (Exhibition Hall of Hilton Hotel, Nicosia, Syprus). თავის შემოქმდებაში საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკებს იყენებს. მისი ნამუშევრები, რომლებიც, უმეტესად, ახალი აღთქმის კანონიკურ მოტივებს ასახავს, ლევკასის გრუნტზე ტემპერითაა დახატული და მხატვრისავე დიზაინით შექმნილი მოვერცხლილი ან ტონირებული სპილენძის ჩარჩოებითაა გაფორმებული. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, მინიატურისტი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 176-177; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |