The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მარგიანი

ლევან მარგიანი
Date of birth:1965  (60 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი 1989 წელს.

1994 წლიდან გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის "Cour des Saits-Perez-16"-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის საგამოფენო დარბაზში (Exhibition Hall of Hilton Hotel, Nicosia, Syprus). თავის შემოქმდებაში საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკებს იყენებს. მისი ნამუშევრები, რომლებიც, უმეტესად, ახალი აღთქმის კანონიკურ მოტივებს ასახავს, ლევკასის გრუნტზე ტემპერითაა დახატული და მხატვრისავე დიზაინით შექმნილი მოვერცხლილი ან ტონირებული სპილენძის ჩარჩოებითაა გაფორმებული. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, მინიატურისტი.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 176-177; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


Share: