შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ცეცხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1990 წელს; 2003 წლის ივნისი-სექტემბერს გაიარა "Rtur Shpeer Cademie" გერმანული ენის კურსი ბერლინში. 1988-2014 წლებში მას ჰქონდა მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი); მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში; მან 5 ხელნაკეთი წიგნი შექმნა; 2001-2004 წლებში მას საინტერესო შემოქმედებითი პრაქტიკა ჰქონდა გერმანიაში; 2003-2004წწ. ბერლინის თეატრში სპექტაკლ "ობლომოვის" მხატვარ-დეკორატორი და ბერლინის "მოხუცთა სახლის" ხატვის პედაგოგი; ხელოვანი მოღვაწეობს საქართველოსა და გერმანიაში. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 172-173; პროფესიონალ მხატვართა კლუბი: artguild.club; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |