The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ჭელიძე

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საავიაციო ტექნიკუმი 1957 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს.

1957 წელს მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ელექტრიკოსად; 1960 წლიდან თბილისის ტერსტ "კავკასელექტროქსელმშენში" ოსტატი, უსაფრთხოების ტექნიკოს-ინჟინერი; 1966 წლიდან საწარმოო განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1975-1978წწ. მივლინებული იყო რესპუბლიკა კუბაში მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობაზე; 1979 წლიდან ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მექანიზირებული კოლონა N8, მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან შპს "მეგალითი 5"-ის დირექტორი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.415-416

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: