The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაკო თოფურია

კაკო თოფურია
Date of birth:1960  (65 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1983 წელს

1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთსა და საქართველოში. პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის, ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, საქანდაკო პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც. ქართულ ემოციურ რეალიზმსა და რეალობის სუბიექტურ მიდგომაზე დაფუძნებული მისს ფერწერული კულტურის დემონსტრირება დამოუკიდებელ, საუცხოო სტილში ვლინდება და ლიტერატურული ქვეტექსტით პრიმიტივიზმს, "ინფანტილიზმსა" და იუმორსაც შეიცავს. იგი ორგანზომილებიან სივრცეს გვთავაზობს, სადაც სტატიკაა გამეფებული და მხოლოდ ჭრელი, ფერადოვანი შეგრძნებებია თანაბარუფლებიანი, რომლებიც იერარქიის მიღმა არსებობს. სხვა დანარჩენი ოპტიკური ილუზიაა. მშვიდ, ნეიტრალურ ფონზე დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ მას გააჩნია ფორმა და ლოკალიზაცია, რომელიც გადაზრდილია ფერადოვან პორტრეტებსა და ფიგურატიულ კომპოზიციებში. მხატვარი დიდი ხანი ცხოვრობდა საფრანგეთში. კაკო თოფურიას უკლებლივ ყველა ნამუშევარს სამკაულივით ამშვენებს ავტორისეული ხელმოწერა ქართული ასოებით - "კაკო" როგორც უცხოური, საკუთარი წერის სისტემის ერთგვარი ეტიმოლოგიური გზავნილი, ერთგვარი ინფორმაცია ისტორიული მეხსიერებიდან, რომელიც გარკვეულ კულტურულ დისტანციაზე აღიქმება როგორც ორნამენტი და ყველა შესაძლო ინტერპრეტაციით აცდუნებს მაყურებლის წარმოსახვას ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი პატარა ქვეყნის კულტურულ სამყაროზე შავიზღვისპირეთიდან. მონაწილეა მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და მის გარეთ.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 162-163; არტ გალერი "ვანდა": vandaart.galleryახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


Share: