The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიშელ ჭილაშვილი

Legal name:მიხეილ ჭილაშვილი
Other name:ჩილიაევი
ჭილაევი
Date of birth:1816
Date of death:6 November, 1878  (at 62 years)
Burial location:მილახვრიანთკარი, დუშეთის რაიონი.
Category:Public official, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

პეტერბურგში დაამთავრა სამართლისმცოდნეობის სასწავლებელი.

1840-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და მეფისნაცვლის განსაკუთრებულ დავალებათა აღმასრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1850-იან წლებში მონაწილეობდა კულტურულ ღონისძიებებში, ითამაშა გაბრიელის როლი გიორგი ერისთავის "გაყრის" 1850 წლის 2 (14) იანვრის ისტორიულ დადგმაში, იმავე წლის 15 მაისს კი მონაწილეობდა ( შეასრულა მიხეილის როლი) გიორგი ერისთავის "დავაში".  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, დიმიტრი ყიფიანის არქივში დაცულია მისი წერილები დიმიტრი ყიფიანისადმი. საიდუმლო მრჩეველი (Тайный советник). დიმიტრი ყიფიანის მეუღლის, ნინო ჭილაშვილ-ყიფიანის ძმა (1827-1902). 

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.463

Member of Organizations

  • თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელი კომიტეტი, წევრი
  • კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, საბჭოს წევრი

Share: