The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამუნა მელიქიშვილი

თამუნა მელიქიშვილი
Date of birth:1965  (60 years)
Category:Painter

Biography

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე; პარალელურად ლევან ჭოღოშვილის სახელოსნოში ეუფლებოდა ფერწერას; დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1990-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს. ვიდეო-არტისა და ინსტალაციების გარდა, ამზადებს კერძო სახლების ინტერიერებისათვის ვიტრაჟულ ესკიზებს, ასევე ქმნის საოფისე შენობებისთვის ლითონის ფასადის დიზაინს. ხელოვანი ძირითადად მუშაობს ზეთის საღებავებით ტილოზე, ბრინჯის ხელნაკეთ ქაღალდსა და მუყაოზე. 2000 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წელს მონაწილეობდა პეკინის ბიენალეში, თბილისისა და ერევნის ხელოვნების ბაზრობებში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციების ნაწილია.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 160-161; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.gemarketer.ge


Share: