The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჭკუასელი

გურამ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:1998  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს.

1952-1974წწ. - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს მორიგე დისპეტჩერი, უფროსი მორიგე დისპეტჩერი, რეჟიმების სამსახურის უფროსი; 1974-1987წწ. - "საქმთავარენერგოს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილე,"საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი, ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი, მაღალი ძაბვის ქსელების ექსპლუატაციის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, გორის საქსელო საწარმოს დირექტორი; 1987-1989წწ. სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს ელექტროსადგურებისა და ქსელების ექსპლუატაციის სახელმწიფო ინსპექციის კავკასიის ზონალური ორგანოს მთავარი ინსპექტორი; 1989 წლიდან - "საქენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, სახელმწიფო კომპანია "ელექტროგადაცემის" დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში. თანამშრომლობდა პროგრამების "ენერგეტიკს 1" და "ენერგეტიკა 2" ფარგლებში გერმანულ ფირმებთან AEG, შიემენს, მსოფლიო ბანკთან ენერგოსისტემების რეაბილიტაციის საკითხებზე. 1996-1998წწ. იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკის სექტორის მუშა ჯგუფის წევრი. მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ თათბირებსა და კონფერენციებში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაჯილდოებული იყო მედლებითა და სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.421-422


გააზიარე: