The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურა აფხაზი

ზურა აფხაზი
ოფიციალური სახელი:ზურა აფხაზაშვილი
დაბადების თარიღი:1968  (57 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1996 წელს.

უფლისციხეში, ქართლის რეგიონში, ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. ხელოვანი არის ქართულ-გერმანული საზოგადოების წევრი; მონაწილეობდა გამოფენებში: ცენტრალური მხატვრის სახლი (ЦДХ, მოსკოვი, 1996), სადილი ყველას (თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2004), არტ კავკაზუსი, მეორე სხეული (GTC-დარბაზი, თბილისი, 2005), ქართულ-გერმანული კულტურული გაერთიანება, რეგენსბურგი და  Georgia on my mind  გალერეაში Alte Schule Adlershof (ბერლინი, 2012); "ARS MEDICINE" - ორგანიზატორი გალა გალერეა (მედიცინის მუზეუმი, თბილისი, 2013); პერსონალური გამოფენები: "Own LHC" გალა გალერეა (თბილისი, 2014), Gallery Lisstros (ბერლინი, 2010), "შავ-თეთრი ნეგატივები" - ფრანგული კულტურის ცენტრი (თბილისი, 2010); "black&white Silhouette (2002), "Compressed Space" (2001) and "7 Day" (1999), "GI Gallery" - ქართულ-იტალიური საზოგადოება (თბილისი).

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 156-157; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი: archive.propaganda.networkhammockmagazine.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართულ-გერმანული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: