The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭუმბურიძე

გიორგი ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს; 1953-1955წწ. სწავლობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში "ჰიდროტექნიკური გვირაბების" სპეციალობით.

1956 წლიდან - თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამრომელი, ჯგუფური ინჟინერი, ლაბორატორიის, განყოფილების, სექტორის გამგე და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1969). 1974 წლიდან - ენგურჰესის მშენებლობაზე გვირაბების ლაბორატორიის გამგე ინსტიტუტის ნატურული დაკვირვებების განყოფილების შემადგენლობაში და დერივაციული გვირაბის მშენებლობაზე ხარისხის კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა გამომგონებლობის საქმეში. თანაავტორებთან ერთად წარადგინა 82 განაცხადი, აქედან მიიღო 36 სსრკ საკავშირო მოწმობა და 5 საქართველოს პატენტი. ზოგიერთი მათგანი დაინერგა წარმოებაში ეკონომიკური ეფექტით. არის 127 გამოქვეყნებული და 107 სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშის ავტორი. გააკეთა მოხსენებები 23 კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. იყო სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.423

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების მედალი
  • საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: