Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე ჯინჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1992-1996 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა სანკტ-პეტერბურგში; 1996–1997 წლებში მოსკოვში; 2001 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია; 2000-იანი წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელწოდებით მხატვრის გამოფენები მოეწყო არაერთ სახელოვნებო სივრცეში: "OBJECT SPACE" - Rouin გალერეა (ჟენევა, შვეიცარია, 2011 ), "დუმილი თანხმობის ნიშანია" - პერფორმანსი (პონტ-ნეფი, პარიზი, საფრანგეთი, 2011), "დროის სუბსტანციები"; მუშაობს კონცეპტუალური ხელოვნების მიმართულებით; მისი პროექტებისა და გამოფენების მთავარი თემაა მნიშვნელოვანი ეპოქალური გამოგონებები; ეს გამოგონებები პირველყოფილი ადამიანის ცეცხლის ასანთები ნაკეთობა, თუ თანამედროვე ურთულესი მექანიზმები, მინიმალისტური გამომსახველობითი საშუალებებით მის მიერ შესრულებულ ფერწერულსა და გრაფიკულ ნახატებში მოგვაგონებს ნაცნობსა თუ უცნობ დანადგარებსა და საგნებს; მხატვრის მიერ ამ ფორმით შემოთავაზებული პროექტები მნახველს აძლევს ფიქრისა და განსჯის საშუალებას; საინტერესოა მისი პოლიტიკურ-სოციალური აქცია-პერფორმანსებიც, მაგალითად: 2013 წელს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, ჩატარებული აქცია-პერფორმანსი "დუმილი თანხმობის ნიშანია" ან 2014 წელს თბილისში კანცელარიის შენობასთან მუშათა უფლებების დასაცავად მოწყობილი პერფორმანსი "წყლის ნაყვა"; 2005 წელს რაჭაში დააფუძნა პირველი საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტრა" და რეგიონის მუზეუმებსა და სახელოვნებო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ყოველწლიურ ღონისძიებებს მასპინძლობს. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 152-153; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; artcaucasus.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |