The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჭუმბურიძე

გურამ ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:2014  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1960 წლიდან -  ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექი", ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ელექტროსისტემების დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ინტიტუტის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე, 1999 წლიდან - დირექტორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელექტროფიკაციის განვითარების საქმეში: დაასაბუთა ენგურჰესის 220 კვ ღია გამანაწილებელი მოწყობილობების შექმნის აუცილებლობა, რითაც განხორციელდა სიმძლავრისა და ელექტროენერგიის ოპტიმალური განაწილება აღნიშნულ კვანძში; ჩაატარა ელექტრული რეჟიმების გაანგარიშებები 35-110, 220, 330 და 500 კვ ქსელებზე, რითაც დადგინდა, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში ძაბვების ნორმალური სიდიდეების მისაღწევად და გადამეტძაბვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მთელ რიგ 500 კვ სიმძლავრის ქვესადგურზე 500 კვ რეაქტორების დადგმა; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის "თბილსრესი-ახალციხე-დიდი ზესტაფონისა" და 500/400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის "ზესტაფონი-ენგურჰესი" დაგეგმარება. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.423

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: