The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუხრან შუკვანი

მუხრან შუკვანი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1982
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 2010  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული აკადემია 2006 წელს.

2006 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და მუშაობდა მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის უფროსის მოადგილედ, შემდეგ უფროსად; 2007 წელს მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში; იყო 2008 წლის აგვისტოს მონაწილე. 2010 წლის აპრილის თვეში თავის ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად და ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით მივლინებული იყო ავღანეთში, სადაც მისი ასეული დისლოცირებული იყო ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში. იგი თალიბი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს ნატოს ჯარების კოალიციის სპეციალური მედლები: " სამშვიდობო მისიაში თავდადებული ბრძოლისთვის" და "ტერორიზმთან ბრძოლისთვის". ავღანეთში სამხედრო ბაზას მისი სახელი მიენიჭა, ლენჯერში ერთ-ერთ ქუჩას კი მუხრან შუკვანის სახელი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ, 2019 წელს დაარქვეს, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს 2021 წლის 1 აპრილს მისი სახელი მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი. პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთის ISAF-ის მისიაში დაიღუპა. წერდა ლექსებს.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.412; წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.284-285

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (I ხარისხი)
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: