Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურად ჭურაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით ელექტრული ქსელები და სისტემები 1968 წელს. 1962-1963წწ. - ელმავალმშენებელ ქარხანაში მტვიფრავი; 1968-1969წწ. - ხრამჰესის კასკადის ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი; 1969-1971წწ. - საბჭოთა არმიის რიგებში სამსახური; 1971-1977წწ. - ენგურჰესის მშენებარე კასკადის დირექციაში ვარდნილჰესი-1-ის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1977-1979წწ. - ქ. ლენინგრადის ტრესტ "სპეცჰიდროენერგომონტაჟის" ენგურჰესის მშენებარე კასკადის სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1979-1981წწ. - ვარდნილჰესების კასკადის დირექტორი; 1981-1983წწ. - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ამიერკავკასიის ფილიალის, გარდაბანი-თბილსრესის მთავარი ინჟინერი; 1995 წელს - საწარმოო გაერთიანება "საქენერგორემონტის" მთავარი ინჟინერი; 1995-2000წწ. - სს "საქენერგორემონტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2002 წლიდან შპს "სპეცენრგორემონტის" საზოგადოების თავმჯდომარე. განსაკუთრებული წვილი მიუძღვის ენგურის ჰიდროკომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის 40-წლიანი პერიოდის დროს მოწყობილობა-დანადგარების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში. იგი იყო პირველი ქართველი ინჟინერი, რომელიც დაინიშნა სპეციალიზირებული საკავშირო ორგანიზაციის "სპეცჰიდროენერგომონტაჟის" ამიერკავკასიის ფილიალის მთავარ ინჟინრად. წლების განმავლობაში დიდია მისი პირადი წვლილი ენგურჰესის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასებასა და განსაზღვრაში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.424-425
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |