შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურთაზ შველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერისა და თეატრალური სცენოგრაფიის ფაკულტეტი 1992 წელს. მუშაობს Dédicace Gallery - დედიკას გალერეაში; მისი შემოქმედება ძირითადად სახვით ხელოვნებას, გრაფიკასა და ინსტალაციას მოიცავს; მ. შველიძის ნამუშევრები წარმოდგენილია ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ნაჩვენებია სომხეთის ბიენალეზე (2006) და არტისტერიუმ თბილისში (2008); მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: სოლო შოუ: "პეიზაჟები" (ძველი გალერეა, თბილისი, 1997), "გრძნობათა დაცვის პალატა: N" (გალერეა, თბილისი, 2000), "პეიზაჟები – 3" თანამედროვე ხელოვნების ფორუმი (დაგომისი, 2000), "დიდი ატროფია" - HAI-ART (ერევანი, 2001), "სტაბილურობის რკალი" (სანკტ-პეტერბურგი, 2001), "C" – ახალი სერია (სარდაფი კლუბი, თბილისი, 2001), "Art Caucasus" (თბილისი, 2004-2005), გიუმრის ბიენალე (სომხეთი, 2006), არტ-კაფე "კაპირი"(2006), "პროარტი" (პროკრედიტ ბანკი, 2007), "11 ქართველი მხატვარი" (ლონდონი, 2007), "არტისტერიუმი" (თბილისი, 2008), "ჩემი ქვეყნის გულისცემას ვერ შეცვლი" (გამოფენების სერია თელავში, სიღნაღში, გორში, რუსთავში, 2009), "წერა ფერებით" (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, 2011), "დიდი პლეი ოფი" (გალა გალერეა, 2011), "ხე" (ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტი, "თიბისი გალერეა", თბილისი, 2012), "ქვემოთ, ზევით" (ვილნიუსი, ლიტვა, 2013), "ნახტომი" (გალა გალერეა, 2013), "სახლში" (გალა გალერეა, 2014), "დასავლეთის სექტორი" (Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, 2018), "ჯაშუშობა" (Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, 2019), "Detectio" (Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, 2021). მ. შველიძის ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა კოლექციაში. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 144-145; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; marketer.ge; ათინათი: atinati.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |