The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტოგო ხაბეიშვილი

ტოგო ხაბეიშვილი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 2009  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთის ჰიდროენერგოში, ეზმაჰესში, მორიგე ინჟინრად; 1957 წლიდან - კასკად ზაჰესში მორიგე ინჟინერი; 1964 წლიდან - ელექტროლაბორატორიის უფროსი; 1973 წლიდან - ელექტრო-სამანქანო საამქროს უფროსი; 1987 წლიდან - კასკად ზაჰესის მთავარი ინჟინერი; 1991 წლიდან - ზაჰესის დირექტორი; 1992 წლიდან - ამავე საწარმოს მთავარი ინჟინერი; 2006 წლიდან - შპს "ზაჰესი 06"-ში დირექტორის მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში. დაჯილდოებულია სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.427

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: