The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჭიჭინაძე

ლევან ჭიჭინაძე
Date of birth:1961  (64 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფეკულტეტი თეატრის მხატვრობის მიმართულებით 1986 წელს (პედაგოგი ფარნაოზ ლაპიაშვილი).

1987-1999წწ. იყო იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის პედაგოგი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის პედაგოგი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები თბილისის ახმეტელის სახელობისა (თამაზ ბაძაღუას პიესის "ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!" მიხედვით დადგმული სპექტაკლი) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ასევე სარდაფისა და ილიაუნის თეატრებში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო თბილისის გალერეებში: გალერეა TMS-ში, "ვერნისაჟში". მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში. ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 126-127; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ილიაუნის თეატრი: iliaunitheatre.ge


Share: