შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია თოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, მახარაძის რაიონის (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაციით 1994 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 2001 წელს, სადაც ჩააბარა საკანდიდატო ხარისხით გათვალისწინებული მინიმუმის გამოცდები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2021 წელს და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადისერტაციო თემა - "პერსონალის მოტივაციისა და ორგანიზაციული ერთგულების შესწავლა განთავსების ობიექტებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე). 1995-2000წწ. იყო ბათუმის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის ფსიქოლოგიის მასწავლებელი; 2005-2006წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბავშვზე ზრუნვისა და ომბუდსმენის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2006-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; 2007-2010წწ. ეკავა ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის თანამდებობა; 2010 წლიდან დღემდე არის ბათუმის პროფესიული კოლეჯი "ბლექსის" დირექტორის მოადგილე; 2021 წლიდან - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი; 2000 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, 2022 წლიდან კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის მონაწილე. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |