შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემიტოლოგიის კათედრაზე, ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა; თანამშრომლობდა გ. წერეთელთან, კ. წერეთელთან, მ. მამარდაშვილთან, კემბრიჯის (ინგლ.) უნივერსიტეტის ენათმეცნიერთან პროფ. ვ. ლოუსთან (Vivien Law). იკვლევდა შუა საუკუნების არაბულენოვანი ფილოსოფიის ლექსიკას, "მიზეზთა წიგნის" და იოანე პეტრიწის ლექსიკასთან შეპირისპირებით. აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1981). ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, ვალერიან კილაძის შვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |