Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოვანეს ხალატიანი![]()
Biographyდაამთავრა ქ. პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა ჯერ ჰესების დაგეგმარების ბიუროში პროფესორ ბ. ბახმეტევის ხელმძღვანელობით, შემდეგ, მდ. სირდარიის წყალსაცავის საძიებო სამუშაოების სამმართველოში; 1917-1918წწ. მუშაობდა აზერბაიჯანში კავკასიის სამმართველოში მყარი საწვავის საბადოების კვლევისა და ძიების განყოფილებაში; 1919-1921წწ. იყო საქართველოს და სომხეთის წყლის რესურსების გამოკვლევის კონცესიების წევრი; 1922-1929წწ. ზაჰესისა და რიონჰესის ჰიდროლოგიური სამსახურების ხელმძღვანელი; 1930-1982წწ. თბილჰიდროპროექტის მთავარი ჰიდროლოგი. შრომითი საქმიანობის განმავლობაში ხელმღვანელობდა საქართველოს ყველა ჰიდროენერგეტიკული ობიექტის ჰიდროლოგიურ გამოკვლევას. მისი არაერთი რაციონალიზატორული წინადადება იქნა დანერგილი ჰესების პროექტებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შავი ზღვის სანაპირო ზოლის დეფორმაციების შესწავლის საველე-ექსპერიმენტული სამუშაოები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.428 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |