The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა წულაძე

გელა წულაძე
დაბადების თარიღი:1959  (66 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1980 წელს. შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და სწავლა განაგრძო პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École des Beaux-Arts).

გასაბჭოების შემდგომ საფრანგეთში ემიგრირებული ოჯახის შთამომავალია; პარიზში დაუახლოვდა მხატვართა გაერთიანება "თავისუფალი ფიგურაციის" წევრებს. მათთან ერთად მისი ნამუშევრები იფინებოდა სხვადასხვა გალერეაში. მან თბილისსა და ბათუმში "სტრიტ-არტის" ფორმატი და თანამედროვე ურბანული ქანდაკებების იდეები შემოიტანა. მისი წარდგინებითა და კურირებით თბილისში დაიდგა კონცეპტუალისტი მხატვრის, ჟან დიუპის სკულპტურა "ანაციკლისტი" და ბათუმში - "WHERE". ხოლო ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მოეწყო მარგარეტ და ემე მაგების ფონდის აბრეშუმის შარფების კოლექციის გამოფენა. გელა წულაძე არის არაერთიპოპულარული ურბანული სკულპტურის ავტორი, ესენია: ლითონის ქანდაკება "ყირამალა", "მე მიყვარს ბათუმი", "ვარიაციები სიყვარულზე", "ლოკოკინა". მისი შექმნილია საქართველოს დროშა, სადაც ჯვრების ნაცვლდ გულებია გამოსახული და სხვ.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 120-121; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge41n41e.wordpress.comajaratv.ge


გააზიარე: