The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ხაჩატურიანი

რობერტ ხაჩატურიანი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:17 იანვარი, 2006  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1953 წელს.

1953-1954წწ. მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში; 1955-1957წწ. - სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მუშობდა ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1959 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962); 1963-1965წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965 წლიდან - ენერგეტიკის ინსტიტუტის სათბობ-ენერგეტიკის ბალანსის სექტორის გამგე; 1986 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილებას. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია, საქართველოს ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანის საერთო პრობლემები, საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების ფორმირების მეთოდიკის შემუშავება, საქართველოს ენერგომომხმარებლის ოპტიმალური დაგეგმვა უახლოესი და შორეული პერსპექტივისათვის, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსების ოპტიმალური განვითარების მათემატიკური მოდელის დამუშავება. ავტორია 130 სამეცნიერო შრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1983).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.429-430

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს საპატიო ენერგეტიკოსი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: