Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ახალციხის I ცხრაწლედი 1926 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1931 წელს; აკადემიის ასპირანტურა. 1931-1932წწ. იყო საბჭოთა მხატვრების კავშირის პასუხისმგებელი მდივანი; 1932-1937წწ. ამავე კავშირის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1934 წელს საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დოცენტი, შემდგომ დეკანი; 1938-1944წწ. საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მუშაობდა საქართველოს სურათების გალერიის დირექტორად; 1931 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. შექმნა საქართველოს მრავალფეროვანი პეიზაჟების ამსახველი მრავალი ტილო, რომლებმაც თავის დროზე ფართო საზოგადეობის ყურადღება მიიქცია და საყოველთაო აღიარება ჰპოვეს. წყარო: ხელოვნების უანგარო მსახური : მხატვარი ქ. გიორგაძე / ი. მაისურაძე // წითელი დროშა. - ახალციხე, 1973.-№ 37. - 27 მარტი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |