შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ გირკელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით 1970 წელს. მუშაობდა ძირითადად ქანდაკების ჟანრში. ამის პარალელურად, ფერწერულ ნამუშევრებსაც ქმნიდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, 1963 წელს გაიმართა; საბჭოთა სისტემისა და მისი სახელოვნებო პოლიტიკის დაუფარავი კრიტიკის გამო, არასდროს მიუღია მსხვილ საქანდაკო ფორმაზე სახელმწიფო შეკვეთა, თუმცა, მცირე ჰონორარების მისაღებად, პერიოდულად საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში იღებდა მონაწილეობას; გასული საუკუნის 80-იანების მიწურულს, საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის მეტ-ნაკლებად შესუსტებისა და ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პირობებში, მოქანდაკეებთან – კარლო გრიგოლიასთან, ნეველი ჯიქიასთან და ფერმწერ ოთარ ჩხარტიშვილთან ერთად, დააფუძნა ასოციაცია "ავანგარდი", რომელიც მხატვრის სახლში იყო განთავსებული; 1988–1991 წლებში, ამავე ორგანიზაციის ბაზაზე, მისი ნამუშევრები გამოიფინა ავანგარდისტული ქანდაკების მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში – ყველა მათგანი 1991 წლის თბილისის ომის დროს, მხატვრის სახლის ხანძრისას განადგურდა; ამავე პერიოდში, ქალაქში დაიდგა მისი შესრულებული ორი სკულპტურა: პოლიკარპე კაკაბაძის ბიუსტი (1994) და კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი მისივე სახელობის თეატრის წინ (1998); 2009 წელს მეკლენბურგ – ფორპომერნის (Mecklenburg-Western Pomerania) რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული მისი ნამუშევრები სოლარ ცენტრში გამოიფინა. ს. გირკელიძის ქანდაკებებს შორის გამორჩეულია კომპოზიცია საბჭოთა ძაღლი, რომელიც ახლადნამშობიარებ, გაძვალტყავებულ მაწანწალა ძუკნას გამოსახავს. რომის სიმბოლოს – კაპიტოლიუმის მგლის გამოსახულებით შთაგონებული სკულპტურა ირონიულ კონოტაციებს შეიცავს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემაზე. წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |