The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყარამან ქუთათელაძე

ყარამან ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1983 წელს.

1983-2006წწ. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პედაგოგი; 2005-2006წწ. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; 2000 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, რეზიდენცია "არტ-ვილა გარიყულა"დამფუძნებელი; 2007-2023წწ. ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova- ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი; განხორციელებული და მიმდინარე პროექტები: 2004 წ. "9th Architectural Biennale Metamorph" კურატორი; 2007-2023წწ. ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "Fest i Nova"/ახალი ჰორიზონტი (მიმდინარე); 2022 წელს "ხელმისაწვდომი ჰოლივუდი" საგანმანათლებლო პროექტი სან-ფრანცისკოს ხელოვნების სკოლასთან თანამშრომლობით (მიმდინარე); 2022 წ. კირილე ზდანევიჩის პრემია და არტისტული წიგნები (მიმდინარე); 2021 წ. უხილავი უტოპიები. 2022 წ. 18 ნოემბრიდან აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: art.edu.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 110-111; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; თავისუფლების დღიურები: radiotavisupleba.ge


გააზიარე: