შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ჩართოლანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს; ორდინატურა 1989 წელს. 1983 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის პირველი საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1984 წელს დაბრუნდა თავის მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1985 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით მეანგინეკოლოგიის დარგში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადაყვანილი იქნა სამუშაოდ ქ. თბილისში ჩაჩავას სახელობის მეანგინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1989 წელს სამუშაოდ დაბრუნდა მესტიის რაიონში; 1996-2005წწ. მუშაობდა მესტიის რაიონული სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად, შემდეგ მესტიის რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების გამგედ; ფლობს რამდენიმე სპეციალობას როგორიცაა: მეანგინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, გენიტალური ორგანოების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და ა.შ. დაჯილდოებულია საქართველოს მეანგინეკოლოგთა და პარინატოლოგთა ასოციაციის საპატიო სიგელით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.416
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |